დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და შრომისუნარიანი მოსახლეობის დახმარების მიზნით, ჩვენი სახელმწიფო ცდილობს დასაქმების ხელშეკრულებები გააფორმოს სხვადასხვა მეგობარ ქვეყნებთან. ამიტომ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე , გადავწყვიტეთ ჩავერთოთ აღნიშნულ გამოწვევებში და გავაფართოვოთ დასაქმების ბაზარი.
Umbrella Jobs არის პროექტი რომელიც ხორციელდება ჩვენს პარტნიორ გერმანულ კომპანიებთან ერთდ და უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების დასაქმებას გერმანიის ფედერაციულ სახელმწიფოში.
ვის შეუძლია დასაქმდეს?
სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და არ აქვთ შეჩერებული სტუდენტის სტატუსი (არიან ე.წ. “აქტიური სტატუსის” მქონე სტუდენტები).
წელიწადში რამდენჯერ შეიძლება არდადეგების პერიოდის სამუშაო ნებართვის მოპოვება?
ამ ნებართვის მოპოვება შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
რამდენია არდადეგების პერიოდის სტუდენტური სამუშაოს ხანგრძლივობა წელიწადში?
მაქსიმუმ 90 დღე. შესაძლებელია, ზამთარში გამოიყენოთ ერთი თვე და ზაფხულში 2 თვე. ასევე შესაძლებელია საფხულის და შემოდგომის თვის ბმა მთავარია, 90 დღიან ლიმიტს არ გადაცდეთ.
როდის შეიძლება წასვლა?
როცა საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ოფიციალურად გამოცხადებულია ზამთრის ან ზაფხულის არდადეგები.
ენის ცოდნის რა დონე მოითხოვება?
ზოგიერთი დამსაქმებლისთვის საკმარია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ზოგიერთი ასევე ითხოვს სასაუბრო გერმანული ენის ფლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია თუ ამ ორივე დონეზე გარკვეული კომპეტენციები გექნებათ.
წყარო: https://www.arbeitsagentur.de/unternehmen/arbeitskraefte/auslaendische-studierende?fbclid=IwAR14YxZzK5NlYycy5lVi0zaFmJ7PwoqAudyQFqix73UWr-2W5TTvXpzvf_Q