✔ ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა და წარმართვა
✔ ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
✔ ელექტრონული დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება
✔ წლიური ბალანსის, მოგება-ზარალის შედგენა
✔ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემატიური დისტანციური ზედამხედველობა
✔ კონსულტაცია ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
✔ გადასახადების კალკულაცია
✔ შრომის ანაზღაურების გაანგარიშება
✔ დამკვეთის მიერ მოწოდებული დოკუმენტების დამუშავება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში
✔ საგრანტო პროექტების ბიუჯეტის მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვა
✔ პირველადი დოკუმენტების შედგენა-მოწესრიგება
საბუღალტრო აღრიცხვის ფუნქციის გადაცემა ამბრელას საკონსულტაციო ჯგუფისათვს საშუალებას გაძლევთ უფრო ხარისხიანად, ეფექტურად, ნაკლები რისკითა და დანახარჯებით წარმართოთ თქვენი კომპანიის ფინანსური აღრიცხვა.
ჩვენი კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს თქვენი ორგანიზაციის საბუღალტრულო აღრიცხვის სრულფასოვნებაზე, რაც საშუალებას მოგცემთ, დაზოგოთ დრო და ის თქვენი ძირითადი საქმიანობის სრულყოფასა და გაუმჯობესებას მოახმაროთ. თქვენი ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის შესაძლებლობას ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფის კვალიფიციური კადრები იძლევა, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ადევნებენ თვალყურს კანონმდებლობის ყველა ცვლილებას.
ცნობილი ფაქტია, რომ საწარმოს სწორ საბუღალტრო აღრიცხვის და სწორ წარმართვაზე პასუხს აგებს საწარმოს ხელმძღვანელი. თუ საწარმოს ბუღალტერი შეცდომას უშვებს, ეს ხელმძღვანელს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, მაშინ როცა ჩვენი კომპანიის თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგს ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი აანაზღაურებს.
საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება მოიცავს:
• საზოგადოების სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებასა და, ფინანსური საქმიანობიდან გამომდინარე, ანგარიშთა მოქნილი გეგმის მომზადებას. შედეგად მიღებული ფინანსური ინფორმაციის დამუშავებას საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;
• ფინანსური და სამეურნეო ოპერაციების ეფექტური მართვის დანერგვას;
• შიდა სამუშაო დოკუმენტების ფორმების შექმნას;
• საწარმოს ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობას, პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფას;
• საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამების გამოყენებით;
• გადამხდელების საგადასახადო ვალდებულებათა მიხედვით დავალიანების წარმოშობის მიზეზების შესწავლას;
• საწარმოს თანამშრომელთათვის ფინანსურ, საგადასახადო და პროცედურულ საკითხებზე ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას;
• საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების ყველა პროცესის კონტროლს (შიდა აუდიტი). მ.შ: შესრულებული საბუღალტრო გატარებების შემოწმებას;
• საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველთვიური, ყოველკვარტალური, წლიური ინფორმაციის მიწოდებას საზოდაგოების დირექტორისა, ასევე დამფუძნებლებისათვის;
• საწარმოს კუთვნილი გადასახადების სწორ და დროულ დაანგარიშებას; საგადასახადო დეკლარაციების (გაანგარიშებების) წარდგენას.
• საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მესამე პირთან ურთიერთობისას, საწარმოს ფინანსური ინტერესების დაცვას.
საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენა და ავტომატიზაცია
საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენა გულისხმობს:
• კომპანიის განვლილი და მიმდინარე პერიოდის გატარებების, სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
საბუღალტრო აღრიცხვის ავტომატიზაცია მოიცავს:
• საწარმოში უკვე არსებული და არაავტომატიზირებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტაციის შეყვანას თანამედროვე საბუღალტრო პროგრამებში.
• კუთვნილი გადასახადების შესახებ საგადასახადო ორგანოში წარუდგენელი და წარსადგენი დეკლარაციების დეკლარირება და უკვე წარდგენილი დეკლარაციების დაზუსტებას.
საგადასახადო ანგარიშგების (ელექტრონული დეკლარაციების) მომზადება და ჩაბარება
საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციების) მომზადება და ჩაბარება გულისხმობს:
• საწარმოს კუთვნილი გადასახადების სწორ და დროულ დაანგარიშებას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის: ფორმების, ცნობების, გაანგარიშებების, დეკლარაციების (საშემოსავლო, მოგების, ქონების) წარდგენას შესაბამის ინსტანციებში.
• გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნებას ან/და სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლისათვის, საჭირო დოკუმენტების (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, შედარების აქტი და სხვ.) შედგენასა და ჩაბარებას.
საბუღალტრო აღრიცხვაზე სისტემური ზედამხედველობის წარმოება
საბუღალტრო აღრიცხვაზე სისტემური ზედამხედველობის წარმოება მოიცავს
• სააღრიცხვო პოლიტიკისა და საბუღალტრო აღრიცხვის კონტროლის სისტემის შემუშავებას
• საბუღალტრო აღრიცხვის პერიოდულ შემოწმებასა და საჭიროების შემთხვევაში, მის კორექტირებას;
• კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმირებას
• სააღრიცხვო პერსონალის შერჩევაში დახმარებას;
• კადრების კვალიფიკაციის პერიოდულად ამაღლებას, მათ შორის, ადგილზე (საწარმოში) ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფის სპეციალისტთა მივლინებით;
• საბუღალტრო-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკულ სწავლებას.
კონსულტაციები საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში წარმოადგენს ფინანსური აღრიცხვის განუყოფელ ნაწილს. ასეთი კონსულტაციები მუდმივად ცვალებად გარემოში ბუღალტერიის სწორად წარმართვის საშუალებას იძლევა.
ფინანსური საკონსულტაციო ჯგუფის კონსულტაცია გადამწყვეტი იქნება სამუშაო პროცესში არასტანდარტული, არატიპური და ნაკლებად ცნობილი სიტუაციების დროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა რომელიმე საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტა, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მიღების დრო და საშუალება კი არ არის. ჩვენ მიერ მოცემული მიმართულება სრულ შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობასთან.
ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფი დაგეხმარებათ ოპერატიულად და დროულად მიიღოთ ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებას.
