Legal Consulting Group - "Umbrella" წარმოადგენს იურისტების, ადვოკატების, მედიატორების, ექსპერტების და კერძო დეტექტივების ყველაზე დიდ გაერთიანებას დასავლეთ საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებათა სრულ სერვისს:
• სამართლებრივ კონსულტაციას
• სამართლებრივ მხარდაჭერას
• სასამართლოში წარმომადგენლობას
• რეკომენდაციას და შესაძლო სამართლებრივ პრობლემათა წინასწარ განსაზღვრას.
საქმიანობის სფეროებია:
• სისხლის სამართლის საქმეების წარმოება
• ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება
• სამოქალაქო სამართლებრივი საქმეთა წარმოება (სანივთო, ქონებრივ, საოჯახო, მემკვიდრეობით, სამეზობლო, შრომითი, სახელშეკრულებო დავები)
იურიდიული პირებისთვის კორპორატიული მომსახურების ფარგლებში ვთავაზობთ:
კონსულტაციას იურიდიულ საკითხებში, რაც ეხმარება კლიენტს გაერკვეს საქართველოში მოქმედ კანონებსა და ნორმატიულ აქტებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ცოდნა რაც ჩვენი იურიდიული ჯგუფის ძლიერ მხარეს წარმოადგენს, საშუალებას იძლევა სწორად შეფასდეს ორგანიზაციის შესაძლებლობები შექმნილ სადავო სიტუაციებში.
სამართლებრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღებამდე, სასურველია, ისარგებლოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურებით, რათა წინასწარ მოხდეს შესაძლო რისკების განჭვრეტა. მათი თავიდან აცილება დასაწყისში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სამართლებრივი დახმარების მომსახურება მოიცავს:
• სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) შედგენას, ექსპერტიზას, საკონტრაქტო პირობების დადგენასა და სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლს;
• ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს სამოქალაქო, სამეწარმეო, საგადასახადო, შრომის, მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას;
• წერილობითი სამართლებრივი დასკვნებისა და მემორანდუმების მომზადებას;
• იურიდიული დოკუმენტების მომზადება-ექსპერტიზას, დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას, სათანადო რეკომენდაციების გაწევას;
• ყიდვა-გაყიდვის, გირავნობის, იპოთეკის, ასევე უძრავი ქონების იჯარის, ქირავნობის და ა.შ. გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი პროცედურების ჩატარებას;
• დახმარებას ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით;
• ბიზნესის წარმოების დროს სამართლებრივი და საგადასახადო რისკების ანალიზს;
გამოცდილი იურისტების სამართლებრივი კონსულტაცია და წარმომადგენლობა დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარება ობიექტურად შეაფასონ საქმის ვითარება და მიაღწიონ შეთანხმებას სასამართლოს გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი საკონსულტაციო ჯგუფის პროფესიული იურისტები დაიცავენ კლიენტის ინტერესებს მაკონტროლებელი ორგანოების კონტრაგენტების წინაშე და სასამართლოში.
ინტერესების წარდგენა და დაცვა გულისხმობს:
• სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრებისა და აუცილებელი საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებას; კლიენტის ინტერესების წარმოდგენას და დაცვას ნებისმიერ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების მიღებას;
• კომერციულ ბანკებთან ურთიერთობას;
• კლიენტის ინტერესების წარმოდგენასა და დაცვას საქმიან პარტნიორებსა და კონკურენტებთან;
• კლიენტის ინტერესების დაცვას სასამართლოს ყველა ინსტანციასა და არბიტრაჟში;
• კლიენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი ხასიათის სხვა მომსახურებას.
Legal Consulting Group "Umbrella" თქვენი საქმიანობის სამართებრივი გარანტია!